გვარდიოლას ტოპ 10 ათვალწუნებული ფეხბურთელი » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

გვარდიოლას ტოპ 10 ათვალწუნებული ფეხბურთელი


გვარდიოლას ტოპ 10 ათვალწუნებული ფეხბურთელი
ხოსეპ გვარდიოლას ძალიან უყვარს რადიკალური ცვლილებების გაკეთება იმ კლუბში სადაც მიდის. "ბარსელონა," "ბაიერნი" და "სიტიც" პეპის მოსვლამდე სულ სხვა გუნდები იყვნენ. კატალონიაში ცვლილელებმა 100%-ით გაამართლა, მიუნხენში ნაკლებად, მანჩესტერში კი ჯერჯერობით ყველაფერი ფანტასტიურად მიდის. გვარდიოლას რეფორმებს ხშირად ეწირებოდნენ სხვადასხვა ვარვსკვლავები, ლეგენდები და პერსპექტიული მოთამაშეები. გავიხსენოთ კატალონიელის მიერ გაშვებული ყველაზე ხმაურიანი და დასანანი მაგალითები.

10.ემრე ჯანი

გვარდიოლას ტოპ 10 ათვალწუნებული ფეხბურთელი

გერმანელი ჩამშლელი პეპმა მასთან რამდენიმე ვარჯიშის შემდეგ გაუშვა. მართალია მიუნხენელებს ჰქონდათ ემრეს დაბრუნების უფლება და თავად ფეხბურთელმაც მშვენიერი სეზონი ჩაატარა ლევერკუზენის "ბაიერში," მაგრამ გვარდიოლას უარი საბოლოო აღმოჩნდა. ჯანი "ლივერპულში" გაყიდეს, სადაც ახალგაზრდა შუახაზელი საბოლოოდ გაიხსნა და იმდენს მიაღწია, რომ ევრო-2016-ზე მიიღო მოწვევა გერმანიის ნაკრებისგან.

9.ჯო ჰარტი

გვარდიოლას ტოპ 10 ათვალწუნებული ფეხბურთელი

ჰარტი 19 წლიდან თამაშობდა "სიტის" შემადგენლობაში, იყო პრემიერლიგის ერთ-ერთი საუკეთესო კიპერი (4 ოქროს ხელთათმანი) და ინგლისის ნაკრების უკონკურენტო ნომერ პირველი კარის დარაჯი. ამ დამსახურებების მიუხედავად, პეპმა ჩათვალა, რომ ჰარტის თამაშის ხარისხი მას არ აკმაყოფილებდა და გუნდიდან გაუშვა. ინგლისელი იჯარის წესით "ტორინოში" წავიდა, მის ნაცლად კი კლაუდიო ბრავო მოვიდა, რომელიც გვარდიოლას განცხადებით ჰარტზე უკეთ თამაშობდა ფეხებით.

8.მარიო მანჯუკიჩი

გვარდიოლას ტოპ 10 ათვალწუნებული ფეხბურთელი

ხორვატიელმა ფორვარდმა ძალიან კარგი სეზონი დაიწყო გვარდიოლას ხელმძღვანელობის ქვეშ და ბუნდესლიგის პირველი წრის საუკეთესო ბომბარდირიც იყო. სეზონის მეორე ნახევარში კი მანჯუკიჩმა მოულოდნელად სათადარიგოთა სკამზე გადაინაცვლა, ზაფხულში კი მას საერთოდ მოუწია "ბაიერნის" დატოვება. ხორვატიელმა ერთი სეზონი "ატლეტიკოში" ჩაატარა, შემდეგ კი "იუვენტუსს" შეურთდა. გვარდიოლასგან განსხვავებით, ხორვატიელის ნიჭი და შრომა სრულფასოვნად დაინახა მასიმიალო ალეგრიმ, რომელმაც ხორვატიელი შემტევი გუნდის მნიშვნელოვან ფიგურად აქცია. აღსანიშნავია, რომ მარიომ ტურინელთა ნდობა სრულად გაამართლა:




7. ტონი კროოსი

გვარდიოლას ტოპ 10 ათვალწუნებული ფეხბურთელი

ტონი კროოსის გაშვება გვარდიოლას კარიერაში ალბათ ყველაზე უცნაური ტრანსფერია. გერმანელი არამხოლოდ "ბაიერნს" ერგებოდა იდეალურად, არამედ თავად პეპის თამაშის სტილსაც. მიუნხენში ყოველთვის განსაკუთრებულად აფასებდნენ კლუბის მიერ აღზრდილ ფეხბურთელებს, მაგრამ ამ ფაქტს არ იზიარებდა კატალონიელი მწვრთნელი, რომელმაც კაპიკებში დაუთმო კროოსი მადრიდის "რეალს."

6.ბასტიან შვაინშტაიგერი

გვარდიოლას ტოპ 10 ათვალწუნებული ფეხბურთელი

ბასტიანი, ფილიპ ლამთან ერთად თანამედროვე "ბაიერნის" ისტორიაში უმნიშვნელოვანესი ფიგურა იყო. შვაინშტაიგერმა "რეკორდმაისტერს" კარიერის საუკეთესო წლები შესწირა და ბევრ შემოთავაზებაზე თქვა უარი. ერთი სიტყვით, "შვაინი" გუნდის ნამდვილი ლეგენდა იყო, თუმცა პეპს საერთოდ არ ანაღვლებდა გერმანელის ძველი დამსახურებები და სათადარიგოთა სკამზე გაამწესა იგი. ბასტიანი კარიერის რეანიმირების მიზნით "მანჩესტერ იუნაიტედში" გადავიდა, თუმცა ინგლისში მას გვარდიოლაზე უარესი პერსონაჟი დახვდა ჟოზე მოურინიოს სახით.

5.იაია ტურე

გვარდიოლას ტოპ 10 ათვალწუნებული ფეხბურთელი

ტურეს სხვებზე მეტად არ გაუმართლა, რადგან აფრიკელი ორჯერ შეეწირა გვარდიოლას რეფორმებს. თავდაპირველად ეს მოხდა "ბარსელონაში," როდესაც იაია პეპის საფეხბურთო ფილოსოფიას ვერ მოერგო და მის ნაცვლად ადგილი ძირითადში ახალგაზრდა სერხიო ბუსკეტსმა დაიკავა. იმის შემდეგ დიდი დრო გავიდა, ტურე "მანჩესტერ სიტიში" გადავიდა, სადაც გუნდის უნმიშვნელოვანესი ფიგურა გახდა, თუმცა გვარდიოლამ იქაც მიაგნო აფრიკელს და კვლავ მიაჯაჭვა იგი სათადარიგოთა სკამს.

4.დეკუ

გვარდიოლას ტოპ 10 ათვალწუნებული ფეხბურთელი

მართალია დეკუმ კატალონიური კარიერის ბოლო პერიოდში მოუკლო, თუმცა ენთუზიაზმი და მოტივაცია მას დაკარგული არ ჰქონდა. ძველ დონეზე დაბრუნების სურვილის მიუხედავად, გვარდიოლამ დეკუს მეორე შანსი არ მისცა და "ჩელსიში" გაყიდა იგი. პორტუგალიის ნაკრების შუახაზელის გაშვებით პეპმა საბოლოოდ გაუხსნა გზა ძირითადში ანდრეს ინიესტას, ეს გადაწყვეტილება კი კატალონიელებისთვის და მთელი ესპანეთისთვის ისტორიული გამოდგა. დეკუს მაღალი კლასის მიუხედავად, მისი ინიესტათი ჩანაცვლება გვარდიოლას კარიერაში საუკეთესო რეფორმა აღმოჩნდა.

3.სამუელ ეტო'ო

გვარდიოლას ტოპ 10 ათვალწუნებული ფეხბურთელი

კამერუნელი იდეალურად ერგებოდა "ბარსელონას" თამაშის სტილს და ლეო მესისთან შესანიშნავ ტანდემს ქმნიდა. ეტოომ ჩემპიონთა ლიგის ფინალშიც გაიტანა და პეპს პირველი ევროთასი მოაგებინა, თუმცა ეს ყველაფერი გვარდიოლას გულის მოსაგებად საკმარისი არ აღმოჩნდა. პეპმა განაცხადა, რომ აფრიკელი არასაკმარისად ეხმარებოდა გუნდს და მხოლოდ გოლების გატანაზე ფიქრობდა, რის გამოც ზლატან იბრაჰიმოვიჩში იქნა გაცვლილი. კატალონიელისა და შვედის თანამშრომლობაზე ოდნავ მოგვიანებით ვისაუბრებთ და რაც შეეხება ეტოოს, მან "ბარსელონადან" წასვლის შემდეგაც მოიგო ჩემპიონთა ლიგა მილანის "ინტერთან" ერთად, რომელსაც ჟოზე მოურინიო წვრთნიდა.

2.რონალდინიო

გვარდიოლას ტოპ 10 ათვალწუნებული ფეხბურთელი

მართალია ბრაზილიელმა ოქროს ბურთის აღების შემდეგ ძალიან მოუკლო, მაგრამ ის ჯერ კიდევ რჩებოდა კატალონიური კლუბის და ზოგადად მსოფლიო ფეხბურთის სიმბოლოდ. "ბლაუგრანას" ქომაგებს სწამდათ, რომ დაღმასვლა დროებითი იყო და რამდენიმე თვეში გვარდიოლა კვლავ დააბრუნებდა რონალდინიოს ძველ დონეზე, თუმცა აღმოჩნდა, რომ "რონი" კატალონიელი სპეციალისტის გეგმებში საერთოდ აღარ ჯდებოდა. "ბარსელონადან" აბარგების შემდეგ, ბრაზილიელის კარიერა ნელ-ნელა დაეშვა ფსკერზე.

1.ზლატან იბრაჰიმოვიჩი

გვარდიოლას ტოპ 10 ათვალწუნებული ფეხბურთელი

გვარდიოლას ყველაზე დიდი სატრანსფერო შეცდომა და მთავარი თავის ტკივილი. შვედი ფორვარდი სამუელ ეტოოსა და 69 მილიონ ევროში იქნა გაცვლილი. ამ თანხას კამერუნელის იმდროინდელ ღირებულებას თუ დავუმატებთ, მაშინ მივიღებთ ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ გარიგებას. იბრას ყიდვამ გვარდიოლასთვის ხეირიანი არაფერი მოუტანია. ზლატანი ვერ მოერგო პეპის ე.წ. "ტიკი-ტაკას" და ერთი სეზონის შემდეგ, შვედმა "კამპ ნოუ" სკანდალურად დატოვა. იბრა და გვარდიოლა დღემდე უღრენენ ერთმანეთს და წყევლიან იმ დღეს, როდესაც პირველად შეხვდნენ ერთმანეთს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები