პოჩეტინომ რეალთან გასამართ საჩემპიონთალიგო შეხვედრაზე ისაუბრა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

პოჩეტინომ რეალთან გასამართ საჩემპიონთალიგო შეხვედრაზე ისაუბრა


პოჩეტინომ რეალთან გასამართ საჩემპიონთალიგო შეხვედრაზე ისაუბრა
"ტოტენჰემის" მთავარმა მწვრთნელმა, მაურისიო პოჩეტინომ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-3 ტურში "რეალთან" გასამართ მატჩზე კომენტარი გააკეთა.

არგენტინელი სპეციალისტის თქმით, მადრიდულ კლუბს შესანიშნავი ფეხბურთელები ჰყავს.

"რონალდუ "რეალისთვის" ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია", - ციტირებს პოჩეტინოს სიტყვებს Goal.

"მათ შემადგენლობაში ბევრი სხვა მაღალი დონის ფეხბურთელიცაა. ჩინებული შემადგენლობა და შესანიშნავი მწვრთნელი ჰყავთ. ფანტასტიკური კლუბია. თუმცა თითოეულმა ფეხბურთელმა უნდა შეიტანოს წვლილი წარმატებაში".

"გუნდზე თავისი გავლენის მოხდენით რონალდუ მესის ჰგავს. იგი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა, რაც ნათელია. არამხოლოდ "რეალის" წინააღმდეგ, არამედ მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელის წინააღმდეგაც ვითამაშებთ", - დასძინა "დეზების" თავკაცმა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები