საქართველოს ნაკრები ნოემბერში 2 ამხანაგურ მატჩს გამართავს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

საქართველოს ნაკრები ნოემბერში 2 ამხანაგურ მატჩს გამართავს


საქართველოს ნაკრები ნოემბერში 2 ამხანაგურ მატჩს გამართავს
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დასრულების შემდეგ, ნოემბერში ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს.

უეფას ერთა ლიგის მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში, 10 ნოემბერს საქართველოს ნაკრები კვიპროსს გორის თენგიზ ბურჯანაძის სტადიონზე უმასპინძლებს.

მეორე შეხვედრა 13 ნოემბერს ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე შედგება. ქართველი ფეხბურთელები ამხანაგურ შეხვედრაში ბელარუსის ნაკრებს დაუპირისპირდებიან.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებაში 2018 წლის სექტემბრიდან ჩაერთვება.

GFF

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები