იკარდი - ინტერის მე-4 ფეხბურთელი, რომელმაც მილანთან დერბიში ჰეთ თრიქი შეასრულა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

იკარდი - ინტერის მე-4 ფეხბურთელი, რომელმაც მილანთან დერბიში ჰეთ თრიქი შეასრულა


იკარდი - ინტერის მე-4 ფეხბურთელი, რომელმაც მილანთან დერბიში ჰეთ თრიქი შეასრულა
"ინტერის" თავდამსხმელმა, მაურო იკარდიმ იტალიის ჩემპიონატის მე-8 ტურში "მილანს" (3:2) სამი გოლი გაუტანა.

არგენტინელი ფორვარდი "ნერაძურის" ისტორიაში მეოთხე ფეხბურთელია, რომელმაც სერია ა-ს ეგიდით გამართულ დერბიში ჰეთ თრიქი შეასრულა.

აქამდე, "როსონერის" კარში სამი გოლის გატანა ამადეო ამადეიმ (1949 წელი), იშტვანუ ნიერშმა (1953) და დიეგო მილიტომ (2012) მოახერხეს.

გუშინდელი გამარჯვების წყალობით, ლუჩანო სპალეტის გუნდს 22 ქულა დაუგორვდა და სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილზე აღზევდა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები