ბალოტელი: "შეიძლება, მილანმა გამოიღვიძოს და იკარდი იყიდოს" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ბალოტელი: "შეიძლება, მილანმა გამოიღვიძოს და იკარდი იყიდოს"


ბალოტელი:
"ნიცას" თავდამსხმელი, მარიო ბალოტელი "მილანს" "ინტერის" თავდამსხმელის, მაურო იკარდის შეძენისკენ მოუწოდებს.

მოგეხსენებათ, არგენტინელმა ფორვარდმა გუშინ მილანურ დერბიში ჰეთ თრიქი შეასრულა.

"ამ ბიჭს ვულოცავ, ნამდვილად კარგი იყო. ნამდვილი ბომბარდირია", - წერს ბალოტელი სოციალურ ქსელში.

"შეიძლება, "მილანმა" გამოიღვიძოს და იკარდი იყიდოს", - დასძინა "სუპერ მარიომ".

შეგახსენებთ, კარიერის მანძილზე იტალიელ შემტევს ორივე მილანურ გუნდში უთამაშია - ჯერ "ინტერში", შემდეგ კი - "მილანში".

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები