გვარდიოლა: "დე ბრუინე ევროპის საუკეთესო ფეხბურთელია, თუ კიდევ ერთს არ ჩავთვლით" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

გვარდიოლა: "დე ბრუინე ევროპის საუკეთესო ფეხბურთელია, თუ კიდევ ერთს არ ჩავთვლით"


გვარდიოლა:
"მანჩესტერ სიტის" მთავარი მწვრთნელი, ხოსეპ გვარდიოლა ნახევარმცველ კევინ დე ბრუინეს ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად მიიჩნევს.

მოგეხსენებათ, ხვალ ინგლისური გუნდი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-3 ტურში "ნაპოლის" დაუპირისპირდება.

"დე ბრუინე ევროპის საუკეთესო ფეხბურთელია, თუ კიდევ ერთს არ ჩავთვლით", - ციტირებს უეფას პრესსამსახური გვარდიოლას სიტყვებს.

შეგახსენებთ, ესპანელი სპეციალისტი მეორე სეზონია, რაც "ქალაქელებს" წვრთნის.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები