მანჩესტერ იუნაიტედმა ფილ ჯონსთან ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებები დაიწყო » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

მანჩესტერ იუნაიტედმა ფილ ჯონსთან ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებები დაიწყო


მანჩესტერ იუნაიტედმა ფილ ჯონსთან ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებები დაიწყო
"მანჩესტერ იუნაიტედის" მცველმა, ფილ ჯონსმა შეიძლება კლუბთან ხელშეკრულება გაახანგრძლივოს.

ESPN-ს ინფორმაციით, 25 წლის ფეხბურთელმა მოლაპარაკებები უკვე დაიწყო.

ცნობისთვის, ინგლისელს მოქმედი კონტრაქტის ვადა 2019 წლის ზაფხულში ეწურება.

აღინიშნება, რომ "ემიუ" მზადაა მცველს ხანგრძლივი ხელშეკრულება შესთავაზოს.

ჯონსი "წითელი ეშმაკუნების" ღირსებას 2010 წლიდან იცავს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები