ლიონმა ბენზემას მარიანოს რეკომენდაციის გამო მადლობა გადაუხადა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ლიონმა ბენზემას მარიანოს რეკომენდაციის გამო მადლობა გადაუხადა


ლიონმა ბენზემას მარიანოს რეკომენდაციის გამო მადლობა გადაუხადა
ლიონის "ოლიმპიკის" ხელმძღვანელობამ კლუბის ყოფილ თავდამსხმელს, კარიმ ბენზემას, მარიანო დიასის რეკომენდაციისათვის მადლობა შემოუთვალა.

"მარიანი გენიალური ფეხბურთელია. ბენზემას მადლიერები ვართ იმისათვის, რომ ამ მოთამაშეს ჩვენთან რეკომენდაცია გაუწია.

მან გვითხრა, რომ მარიანო ჩენთვის იდეალური მოთამაშე და მართალიც აღმოჩნდა", - განაცხადა ლიონელთა პრეზიდენტმა, ჟან-მიშელ ოლამ.

"ოლიმპიკმა" 24 წლის აფრიკელი ფორვარდი ამ ზაფხულს მადრიდის "რეალიდან" დაიმატა. მარიანო "სამეფო კლუბში" ბენზემას თანაგუნდელი იყო, ხოლო კარიმი 2004-09 წლებში ლიონური კლუბის ღირსებას იცავდა.

მარიანო დიასმა საფრანგეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში უკვე 9 მატჩი ჩაატარა და 7 გოლის გატანა მოახერხა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები