გვარდიოლა ნაპოლის უფრთხის: "მათ ჩვენი განადგურება შეუძლიათ" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

გვარდიოლა ნაპოლის უფრთხის: "მათ ჩვენი განადგურება შეუძლიათ"


გვარდიოლა ნაპოლის უფრთხის:
"მანჩესტერ სიტის" მთავარი მწვრთნელი, პეპ გვარდიოლა, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე "ნაპოლისთან" შეხვედრას საკმაოდ სერიოზულად უდგება.

"ვაპირებ, რომ მთელი ორშაბათი და სამშაბათი "ნაპოლის" თამაშების გაანალიზებას და ჩემი ბიჭებისთვის სწორად თამაშის ახსნას დავუთმო.

მოთამაშეებს უნდა დავანახო თუ რაოდენ კარგი გუნდია "ნაპოლი". ეს დონეცკის "შახტართან" შეხვედრის წინ უკვე გავაკეთე და ახლა იგივეს ვეცდები.

მათი სათამაშო სტილი "შახტარის" ფილოსოფიას წააგავს, მაგრამ დონეცკელები დაცვაში უფრო სუსტები არიან, თანაც ნეაპოლური კლუბი აქტიურ პრესინგს იყენებს.

ნამდვილად მიხარია, რომ ასეთი თამაშის ჩატარება მიწევს. "ნაპოლი" "მახრჩობელა" პრესინგს იყენებს, რომელმაც შესაძლოა გაგვანადგუროს", - აღნიშნა ესპანელმა სპეციალისტმა.

"ცისფრები" იტალიის ჩემპიონატის ლიდერს 17 ოქტომბერს, სამშაბათს, საკუთარ მოედანზე დაუპირისპირდებიან.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები