ალბერტინი: "სკუდეტოსთვის იუვენტუსი და ნაპოლი იბრძოლებენ" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ალბერტინი: "სკუდეტოსთვის იუვენტუსი და ნაპოლი იბრძოლებენ"


ალბერტინი:
"მილანისა" და იტალიის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი, ლეგენდარული დემეტრიო ალბერტინი, მიიჩნევს, რომ მიმდინარე სეზონში სკუდეტოსთვის მილანური კლუბები ვერ იბრძოლებენ.

"მონტელა ახლა შედეგების გამო ზეწოლას განიცდის, მაგრამ მას 11 ახალი მოთამაშე მოუყვანეს, ამიტომაც პირველ რიგში ახალწვეულების ინტეგრირებაა საჭირო.

ეს კი რთული ამოცანაა. ბონუჩი ახლა ვერ გამოიყურება ისე დამაჯერებლად, როგორც უწინ და მას ახლა უფრო მეტი ქარიზმა, ამბიცია სჭირდება, რათა გუნდს მოერგოს.

ახლა სერია ა-ში ძალიან ბევრი კარგი მოთამაშეა, რომლებსაც წლების განმავლობაში ვერ ვხედავდით და სანახაობა გვაკლდა.

ფავორიტები კი "იუვენტუსი" და "ნაპოლი" არიან, რომელთაც უფრო მეტი რესურსი აქვთ. ვფიქრობ, სკუდეტოსთვის სწორედ ეს ორი გუნდი იბრძოლებს", - განაცხადა ალბერტინიმ.

ამ მომენტისთვის იტალიის ჩემპიონატს 24 ქულით "ნაპოლი" ლიდერობს, შემდეგ კი 22 ქულით მილანის "ინტერი" მოდის. ტურინის "იუვენტუსს" კი, "ლაციოსთან" ერთად, 19 ქულა აქვს დაგროვებული.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები