ზიდანი რეალში კეინის შესაძლო გადასვლას გამოეხმაურა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ზიდანი რეალში კეინის შესაძლო გადასვლას გამოეხმაურა


ზიდანი რეალში კეინის შესაძლო გადასვლას გამოეხმაურა
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე "დეზებთან" გასამართი მატჩის წინ, "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა "ტოტენჰემის" ფორვარდი, ჰარი კეინი შეაქო.

მოგეხსენებათ, ბრიტანელი ამ ეტაპზე ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის მიმდინარე გათამაშების საუკეთესო ბომბარდირია ხუთი გოლით.

"ტოტენჰემისთვის" ფუნდამენტური ფეხბურთელია", - ციტირებს ზიდანის სიტყვებს AFP.

"ყველა ასპექტში კარგია. ყოველთვის მეტოქის კარისკენაა მიმართული. ყოველთვის იტანს, როცა რამდენიმე მომენტი ექმნება".

"კეინი მუდმივად სარგებლობს ღია ზონებით. ძალიან ჩამოყალიბებული ფეხბურთელია".

"ვიხილავთ თუ არა კეინს "რეალში"? არ ვიცი, ვნახოთ რა მოხდება მომავალში", - დაამატა ფრანგმა სპეციალისტმა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები