ნაპოლის განაცხადი სიტისთან თამაშისთვის » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ნაპოლის განაცხადი სიტისთან თამაშისთვის


ნაპოლის განაცხადი სიტისთან თამაშისთვის
"ნაპოლის" მთავარმა მწვრთნელმა, მაურიციო სარიმ, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მორიგი თამაშისთვის, სტუმრად "მანჩესტერ სიტის" წინააღმდეგ, განაცხადი შეადგინა.

ნეაპოლურ კლუბს 18 ოქტომბერს მანჩესტერში ოპტიმალური შემადგენლობა ეყოლება, ვინაიდან გუნდს მხოლოდ ორი მოთამაშე აკლია: არკადიუშ მილიკი, რომელიც "ნაპოლის" იანვრამდე ვერ დაეხმარება და მეორეხარისხოვანი ცენტრალური მცველი, ლორენცო ტონელი.

იტალიური კლუბის განაცხადი "მანჩესტერ სიტისთან" თამაშისთვის ასე გამოიყურება: რეინა; რაფაელი, ზეპე; ალბიოლი, ქირიქეში, გოულამი, ჰუსაი, კულიბალი, მაქსიმოვიჩი, მაჯო, რუი; ალანი, ჟორჟინიო, დიავარა, ჰამშიკი, როგი, ზელინსკი; კალეხონი, ჯაკერინი, ოუნასი, ინსინიე, მერტენსი.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები