მონაკო სატრანსფერო ფანჯრის სეზონის დაწყებამდე დახურვის მომხრეა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

მონაკო სატრანსფერო ფანჯრის სეზონის დაწყებამდე დახურვის მომხრეა


მონაკო სატრანსფერო ფანჯრის სეზონის დაწყებამდე დახურვის მომხრეა
"მონაკოს" ვიცე-პრეზიდენტმა, ვადიმ ვასილევმა, განაცხადა, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა აგვისტოს ბოლოს არ უნდა იხურებოდეს.

"ჩვენ თამაშზე ვზრუნავთ, ამიტომაც მიგვაჩნია, რომ სატრანსფერო ფანჯარა ეროვნული ჩემპიონატების დაწყებამდე უნდა დაიხუროს.

თავადაც ნახეთ თუ როგორი საგა დატრიალდა კოუტინიოსა და "ბარსელონას" შორის. ჩვენ კი ასეთივე სიტუაცია გვქონდა მბაპესთან, ლემართან, ფაბინიოსთან და სხვებთან მიმართებაში.

ვფიქრობ, ამაზე რეაგირება ფიფამ უნდა მოახდინოს. სხვა ქვეყნებიდან კოლეგებს ვხვდები და ჩვენს მოსაზრებას ისინიც იზიარებენ, ვინაიდან სიტუაციამ კონტროლი დაკარგა და სრული საგიჟეთი შეიქმნა", - განაცხადა ვასილევმა.
ასევე იხილეთ თემაზე:
მონაკო

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები