ვაცკე-ბოშს: "შეუსაბამო სისტემის გამო არ წაგვიგია" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ვაცკე-ბოშს: "შეუსაბამო სისტემის გამო არ წაგვიგია"


ვაცკე-ბოშს:
დორტმუნდის "ბორუსიას" გენერალური დირექტორი, ჰანს-იოახიმ ვაცკე, გუნდის მთავარ მწვრთნელ პიტერ ბოშს არ ეთანხმება და მიიჩნევს, რომ "ყვითლებმა" "ლაიფციგთან" დაცვაში ცუდი თამაშის გამო წააგეს.

"ჩვენ იმიტომ წავაგეთ, რომ დაცვაში ძალიან სუსტად ვთამაშობდით, განსაკუთრებით პირველი ორი გოლის ეპიზოდში.

ეს თამაში შეუსაბამო სტრატეგიის გამო ნამდვილად არ წაგვიგია. ეს სრული აბსურდია", - განაცხადა ვაცკემ.

გერმანიის ჩემპიონატის მერვე ტურში, "ლაიფციგთან" საშინაო თამაშში (2:3), დორტმუნდელებმა ბუნდესლიგაში პირველი მარცხი განიცადეს.

თამაშის შემდეგ "ბორუსიას" თავკაცმა, პიტერ ბოშმა, აღნიშნა, რომ დორტმუნდელებმა საკუთარ სტილს უღალატეს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები