ბოატენგი ჰაინკესის განწყობით აღფრთოვანებულია » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ბოატენგი ჰაინკესის განწყობით აღფრთოვანებულია


ბოატენგი ჰაინკესის განწყობით აღფრთოვანებულია
მიუნხენის "ბაიერნის" ცენტრალური მცველი, ჟერომ ბოატენგი, მიიჩნევს, რომ იუპ ჰაინკესის მიდგომა "ბაიერნისადმი" საკმაოდ სასარგებლო და საინტერესოა.

"ჰაინკესი ფიქრობს, რომ "ბაიერნს" უნდა დაუბრუნოს ის ღვაწლი, რომელიც მან კლუბისგან მიიღო და ვფიქრობ, ასეთი განწყობა გუნდისათვის ძალიან სასარგებლოა.

ასეთი ზუსტი ინტუიცია ბევრ მწვრთნელს არ აქვს - იუპმა იცის როგორი ურთიერთობა უნდა ჰქონდეს მოთამაშეებთან. ჰაინკესს სურს, რომ მისი ფეხბურთელები სრულყოფილები გახდნენ", - აღნიშნა ბოატენგმა.

72 წლის გერმანელმა სპეციალისტმა დაბრუნების თაობაზე აღნიშნა, რომ ის გერმანულ კლუბთან ვალშია და ეცდება, რომ გუნდისთვის ძველი დიდების დასაბრუნებლად ყველაფერი გააკეთოს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები