მარტინესი დაახლოებით 2 კვირას გამოტოვებს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

მარტინესი დაახლოებით 2 კვირას გამოტოვებს


მარტინესი დაახლოებით 2 კვირას გამოტოვებს
მიუნხენის "ბაიერნის" საყრდენი ნახევარმცველი, ხავი მარტინესი, საკუთარ გუნდს მომდევნო 10 დღის განმავლობაში ვერ დაეხმარება. ინფორმაციას გერმანული ტაბლოიდი "Kicker" ავრცელებს.

29 წლის ესპანელმა ბუნდესლიგის მერვე ტურის მატჩში, შინ "ფრაიბურგის" წინააღმდეგ (5:0), მხრის დაზიანება მიიღო და მოედნიდან პირდაპირ გასახდელში ჩავიდა.

გერმანული პრესის ინფორმაციით, მარტინესი მიუნხენურ გრანდს მომდევნო სამ შეხვედრაში (ჩემპიონთა ლიგაზე "სელტიკთან", ბუნდესლიგაში "ჰამბურგთან" და გერმანიის თასზე "ლაიფციგთან") დააკლდება.

მარტინესის დაბრუნება თვის ბოლოსთვის, "ლაიფციგთან" ბუნდესლიგის მეათე ტურის შეხვედრისთვის არის მოსალოდნელი, რომელიც 28 ოქტომბერს გაიმართება.
ასევე იხილეთ თემაზე:
ბაიერნი ხავი მარტინესი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები