ნაპოლის პრეზიდენტი: "გვარდიოლა ბებერი მელაა - მანჩესტერში შანსი არ გვაქვს" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ნაპოლის პრეზიდენტი: "გვარდიოლა ბებერი მელაა - მანჩესტერში შანსი არ გვაქვს"


ნაპოლის პრეზიდენტი:
"ნაპოლის" პრეზიდენტი, ამბიციური აურელიო დე ლაურენტისი, "მანჩესტერ სიტისთან" თამაშის წინ სკეპტიკურად არის განწყობილი.

"არ მინდა, რომ გვარდიოლას სიტყვებმა ჩვენს მოთამაშეებზე იქონიოს გავლენა და მათ ყურადღება გაუფანტოს.

პეპი ბებერი მელაა, რომელიც თავის გუნდს ძალიან კარგად იცნობს. "ნაპოლის" ამ თამაშში ძალიან, ძალიან გაუჭირდება და შესაძლოა ზოგიერთმა ლიდერმა დაისვენოს კიდეც.

ვფიქრობ, ჩვენ მანჩესტერში მაინც ვერ მოვიგეთ, აი ნეაპოლში კი ამის კარგი შანსები გვექნება", - განაცხადა დე ლაურენტისმა.

ნეაპოლური კლუბი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში "მანჩესტერ სიტის" სტუმრად 17 ოქტომბერს დაუპირისპირდება, მომდევნო ტურში კი მანჩესტერულ კლუბს უკვე შინ მიიღებს.

დღეს ინგლისური კლუბის თავკაცმა, პეპ გვარდიოლამ, "ნაპოლის" თამაში საკმაოდ კარგად შეაფასა და აღნიშნა, რომ იტალიელებს მისი გუნდის განადგურება შეუძლიათ.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები