ხედირა: "იუვენტუსი ზედმეტად ბევრ გოლს უშვებს" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ხედირა: "იუვენტუსი ზედმეტად ბევრ გოლს უშვებს"


ხედირა:
ტურინის "იუვენტუსის" საყრდენმა ნახევარმცველმა, სემი ხედირამ, "ბებერი ქალბატონის" ამჟამინდელ პრობლემებზე ისაუბრა.

"ლაციოსთან" თამაში იმის ნათელი დასტური იყო, რომ გუნდს დაცვაში სერიოზული პრობლემები აქვს. ეს განსაკუთრებით მეორე ტაიმში გამოჩნდა.

ახლა ჩვენ კონცენტრაციაზე უნდა ვიმუშავოთ, ვინაიდან ის, რაც ბერგამოში და "ლაციოსთან" შეხვედრაში მოხდა დაუშვებელია - "იუვენტუსი" უპირატესობას ასე იოლად არ უნდა ფლანგავდეს.

სეზონის სტარტზე ზედმეტად ბევრ გოლს ვუშვებთ, მაგრამ ეს არა ფორმაციის, არამედ ჩვენი გუნდური თამაშის საკითხია - უფრო ერთიანად და კომპაქტურად უნდა ვიმოქმედოთ", - განაცხადა მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა.
ასევე იხილეთ თემაზე:
იუვენტუსი სემი ხედირა

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები