ჰიტცფელდი: "ჰაინკესით უბრალოდ აღფრთოვანებული ვარ" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ჰიტცფელდი: "ჰაინკესით უბრალოდ აღფრთოვანებული ვარ"


ჰიტცფელდი:
მიუნხენის "ბაიერნის" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ლეგენდარულმა ოტმარ ჰიტცფელდმა, იუპ ჰაინკესის დაბრუნებაზე ისაუბრა.

"იუპით უბრალოდ აღფრთოვანებული ვარ - მან სამაგალითო გადაწყვეტილება მიიღო და დაბრუნდა. "ფრაიბურგთან" 5:0 გამარჯვება მისთვის შესაფერისი ღირსეული საჩუქარი იყო.

ახლა მიუნხენურ კლუბში მთელი სიტუაცია ჩაწყნარდა - არანაირი ნეგატიური ხაზები აღარ არსებობს და ფანებიც კმაყოფილები დარჩნენ. იუპს ყველა პატივს სცემს და მას შეუძლია გუნდის ერთ მუშტად შეკვრა.

ვფიქრობ, ახლა ჰაინკესი პრობლემებით იძინებს და პრობლემებით იღვიძებს, ვინაიდან მას ძალიან ბევრი სამუშაო აქვს, მაგრამ სწორედ ამიტომ არის დასაფასებელი, რომ ასეთი პასუხისმგებლობა აიღო საკუთარ თავზე", - განაცხადა "გენერალმა."

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები