კავანი, ვერატი, სილვა, მოტა და კურზავა ანდერლეხტთან სათამაშოდ მზად არიან » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

კავანი, ვერატი, სილვა, მოტა და კურზავა ანდერლეხტთან სათამაშოდ მზად არიან


კავანი, ვერატი, სილვა, მოტა და კურზავა ანდერლეხტთან სათამაშოდ მზად არიან
ჩემპიონთა ლიგაზე "ანდერლეხტთან" მატჩში "პსჟ"-ს ძირითადი შემადგენლობის რამდენიმე ფეხბურთელი დაუბრუნდება.

როგორც პარიზული კლუბის ოფიციალური საიტი იტყობინება, ბელგიელებთან გასამართი შეხვედრის განაცხადში ახლადგამოჯანმრთელებული მარკო ვერატი, ტიაგო მოტა, ტიაგო სილვა, ედინსონ კავანი და ლეუვენ კურზავა მოხვდნენ.

ზემოთნახსენებმა ხუთივე ფეხბურთელმა გასულ უქმეებზე საფრანგეთის ჩემპიონატში "დიჟონთან" (2:1) გამართული დაპირისპირება გამოტოვა.

ცნობისთვის, "ანდერლეხტი" - "პსჟ" 18 ოქტომბერს, თბილისის დროით 22:45 საათზე აიღებს სტარტს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები