ზიდანი: "კეინი მრავალფეროვანი ფეხბურთალია" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ზიდანი: "კეინი მრავალფეროვანი ფეხბურთალია"


ზიდანი:
მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა "ტოტენჰემის" ინგლისელი თავდამსხმელი, ჰარი კეინი შეაქო.

"მის მომავალზე ნამდვილად ვერაფერს გეტყვით, თუმცა ფაქტია, კეინი ტოტენჰემისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია.

კეინის მთავარი პლიუსი ისაა, რომ პოზიციიდან გამომდინარე, მას მოედანზე ბევრი რამის გაკეთება შეუძლია და მრავალფეროვანია.

მიმდინარე სეზონში კეინი საოცარ ფორმაშია, მაგრამ ტოტენჰემი მხოლოდ კეინი არ არის", - აცხადებს ზიდანი.

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში ერთმანეთს "რეალი" და "ტოტენჰემი" შეხვდებიან.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები