ზიდანმა ბეილის ტრავმაზე უახლესი ინფორმაცია გაავრცელა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ზიდანმა ბეილის ტრავმაზე უახლესი ინფორმაცია გაავრცელა


ზიდანმა ბეილის ტრავმაზე უახლესი ინფორმაცია გაავრცელა
"ტოტენჰემთან" გასამართი მატჩის წინ, მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა ბეილის ტრავმაზე უახლესი ინფორმაცია გაავრცელა.

"ბეილი ჩვენთვის ძალიან დიდი დანაკლისია. მას კვლავ ტრავმა აწუხებს და ზუსტად ვერ გეტყვით, თუ როდის დაბრუნდება.

რეაბილიტაციის პროცესი კარგად მიდის, იმედია, ბეილი მალე შეძლებს თამაშს და კარგ ფორმაში ჩადგომას", - აცხადებს ზიდანი.

შეგახსენებთ, რომ ბეილი ტრავმის გამო უელსის ნაკრებსაც ვერ დაეხმარა. ბრიტანელები მუნდიალზე ვერ გავიდნენ.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები