ლორისი: "ბენზემა რეალში რვა წელიწადია თამაშობს. პატივისცემას იმსახურებს" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ლორისი: "ბენზემა რეალში რვა წელიწადია თამაშობს. პატივისცემას იმსახურებს"


ლორისი:
"ტოტენჰემის" მეკარემ, უგო ლორისმა აღნიშნა, რომ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-3 ტურში დღეს გასამართ მატჩში "რეალის" გაჩერებას ეცდება.

ფრანგი კიპერის თქმით, მადრიდელთა ბევრ ფეხბურთელს შეუძლია საფრთხის შექმნა.

"კრიშტიანუ რონალდუ წარმოუდგენელი ფეხბურთელია. მას ფანტასტიკური კარიერა აქვს. მის გაჩერებას ვეცდები, მაგრამ "რეალი" მხოლოდ რონალდუ არ არის", - ციტირებს ლორისის სიტყვებს AFP.

"ბენზემაზე ბევრის საუბარი არ ღირს - მას მთელი მსოფლიო იცნობს. ფენომენალური ფორვარდია. "რეალში" რვა წელიწადის გატარება ადვილი არ არის. პატივისცემას იმსახურებს. ბენზემას თამაში მომწონს".

"მსოფლიოს საუკეთესო კლუბთან ბრძოლისთვის მზად უნდა ვიყოთ. ჩვენი ახალგაზრდა გუნდისთვის ეს ჩინებული შესაძლებლობაა. ჩვენს სტილში თამაშს ვეცდებით, დომინირებას, აგრესიულები ვიქნებით და სიამოვნებას მივიღებთ. "რეალს" მეტი გამოცდილება აქვს, მაგრამ შეხვედრას სულმოუთქმელად ველოდებით", - დასძინა "დეზების" კაპიტანმა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები