ზაფხულში ანჩელოტი იუვენტუსს ჩაიბარებს? » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ზაფხულში ანჩელოტი იუვენტუსს ჩაიბარებს?


ზაფხულში ანჩელოტი იუვენტუსს ჩაიბარებს?
კარლო ანჩელოტიმ ჩინეთის ჩემპიონატიდან სარფიან წინადადებაზე უარი თქვა, იუწყება The Sun.

გარდა ამისა, იტალიელი მწვრთნელი "მილანის" მხრიდან გამოჩენილ ინტერესზეც არ ახდენს რეაგირებას.

სეზონის წარუმატებლად დაწყების გამო, "როსონერი" შესაძლოა ვინჩენცო მონტელას შეელიოს. სწორედ ამიტომ დაიწყო მილანურ გრანდში კარლოს დაბრუნებაზე საუბრები.

მიუხედავად ამისა, 58 წლის სპეციალისტს არ სურს იმ კლუბში მუშაობა, რომელიც საჭირო მიმართულებით არ ვითარდება.

"ბაიერნიდან" გათავისუფლებული მწვრთნელი თავის კიდევ ერთ ყოფილ კლუბში აპირებს დაბრუნებას - ტურინის "იუვენტუსში".

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები