რამდენ მილიონს მიიღებს ნეიმარი, თუ ოქროს ბურთს მოიგებს? » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

რამდენ მილიონს მიიღებს ნეიმარი, თუ ოქროს ბურთს მოიგებს?


რამდენ მილიონს მიიღებს ნეიმარი, თუ ოქროს ბურთს მოიგებს?
"პარი სენ ჟერმენის" თავდამსხმელი, ნეიმარი ფრანგული კლუბისგან "ოქროს ბურთის" მოგების შემთხვევაში 3 მილიონ ევროიან პრემიას მიიღებს, წერენ ფრანგულ პრესაში.

ეს პუნქტი იქამდე იმოქმედებს, სანამ ბრაზილიელს პარიზელებთან მოქმედი კონტრაქტის ვადა არ ამოეწურება - 2022 წლის ზაფხულამდე.

აღინიშნება, რომ ფორვარდს თანაგუნდელები მხარს უჭერენ, მიუხედავად ედინსონ კავანისთან არც თუ ისე შორეულ წარსულში მომხდარი კონფლიქტისა.

მოგეხსენებათ, ბრაზილიელმა და ურუგვაელმა "ლიონთან" (2:0) გამართულ შეხვედრაში პენალტის შესრულებაზე იჩხუბეს. საბოლოო ჯამში, კავანიმ, რომელსაც ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირის წოდების დასაკუთრება უნდა, პარტნიორს ბურთი არ მისცა და თავად თერთმეტმეტრიანი გააცუდა.

აღნიშნული ინციდენტის შემდეგ, ფეხბურთელებმა გასახდელში კინაღამ იჩხუბეს, ნეიმარმა კი თავისი საქციელის გამო ბოდიში მოიხადა.

თავად კავანის არაერთხელ უთქვამს, რომ გუნდის ახალწვეულს "ოქროს ბურთის" მოგებას უსურვებს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები