ევროპის ყველაზე მაღალანაზღაურებად ვარსკვლავთა სია - რომელ ადგილზეა რონალდუ? » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ევროპის ყველაზე მაღალანაზღაურებად ვარსკვლავთა სია - რომელ ადგილზეა რონალდუ?


ევროპის ყველაზე მაღალანაზღაურებად ვარსკვლავთა სია - რომელ ადგილზეა რონალდუ?
"რეალისა" და პორტუგალიის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი, კრიშტიანუ რონალდუ Forbes-ის ვერსიით ყველაზე მაღალანაზღაურებად ვარსკვლავთა შორის მოხვდა.

აღნიშნულ სიაში ფორვარდი მეორე ადგილს იკავებს და ზემოთნახსენები გამოცემის თანახმად, მისი ყოველწლიური შემოსავალი 93 მილიონ დოლარად ფასდება.

ამ მაჩვენებლით "სამეფო კლუბი" მხოლოდ ბრიტანელ მწერალს, ჯოან როულინგს (95 მლნ დოლარი) ჩამორჩა.

სამეულში მოხვდა ასევე ჯგუფი Coldplay (88 მლნ დოლარი).

ყველაზე მაღალანაზღაურებად ვარსკვლავთა პირველ ოცეულში გვხვდებიან როჯერ ფედერერი (მე-5 ადგილი, 64 მლნ), რორი მაკილროი (მე-9 ადგილი, 50 მლნ), ლუის ჰემილტონი (მე-11 ადგილი, 46 მლნ), სებასტიან ფეტელი (მე-14 ადგილი, 38,5 მლნ), ნოვაკ ჯოკოვიჩი (მე-15 ადგილი, 37,6 მლნ), ფერნანდო ალონსო (მე-17 ადგილი, 36 მლნ), გარეტ ბეილი (მე-18 ადგილი, 34 მლნ), კონორ მაკრეგორი (მე-19 ადგილი, 34 მლნ) და ზლატან იბრაჰიმოვიჩი (მე-20 ადგილი, 32 მლნ).

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები