გვარდიოლა: "ეს იყო ალბათ, საუკეთესო გუნდი, რომელსაც ისტორიაში შეხვედრივარ" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

გვარდიოლა: "ეს იყო ალბათ, საუკეთესო გუნდი, რომელსაც ისტორიაში შეხვედრივარ"


გვარდიოლა:
"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ იტალიური გუნდი "ნაპოლი" შეაქო.

ჩემპიონთა ლიგის მატჩში, ესპანელმა "ეტიჰედზე" მეტოქე 2:1 დაამარცხა.

"ეს გასაოცარი მატჩი იყო. ორივე გუნდი ერთსა და იმავეს ფიქრობდა, მოეპოვებინა ბურთი, გადაცემები, შეტევები და პრესინგი მეტოქეზე.

"ნაპოლი" არის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი, რომელსაც ოდესმე შეხვედრივარ, ამაში ეჭვი არ მეპარება. შესაძლოა, საუკეთესოც.

ეს არის გუნდი, რომელთანაც ბურთს 90 წუთით ვერ დაიჭერ. რა თქმა უნდა, გვსურდა, რომ ბურთზე კონტროლი დაგვემყარებინა, თუმცა მათ ფეხბურთელებს საკმაოდ მაღალი კლასი აქვთ", - განაცხადა გვარდიოლამ.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები