ჟარდიმი: "შანსები ჯერ კიდევ გვაქვს" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ჟარდიმი: "შანსები ჯერ კიდევ გვაქვს"


ჟარდიმი:
„მონაკოს“ მთავარი მწვრთნელი, ლეონარდო ჟარდიმი, „ბეშიქთაშთან“ მარცხის მიუხედავად დანებებას არ აპირებს.

“ეს აბსოლუტურად თანაბარი მატჩი იყო, უბრალოდ მეტოქემ პირველ ტაიმში საკუთარი შანსები უფრო უკეთ გამოიყენა.

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფიდან გასვლა რთული იქნება, მაგრამ ეს კვლავ შესაძლებელია, რადგან ქულათა სხვაობა არც ისე დიდია“, - განაცხადა პორტუგალიელმა სპეციალისტმა.

ფრანგებმა საკუთარ მოედანზე თურქულ კლუბთან 1:2 წააგეს და სამი ტურის შემდეგ 1 ქულით ბოლო ადგილზე არიან.

G ჯგუფს „ბეშიქთაში“ 9 ქულით ლიდერობს, შემდეგ კი „ლაიფციგი“ (4) და „პორტუ“ (3) მოდიან.
ასევე იხილეთ თემაზე:
მონაკო ლეონარდო ჟარდიმი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები