ზაბიტცერი: „ფლეი-ოფში თამაში გვსურს“ » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ზაბიტცერი: „ფლეი-ოფში თამაში გვსურს“


ზაბიტცერი: „ფლეი-ოფში თამაში გვსურს“
„ლაიფციგის“ შემტევმა ნახევარმცველმა, მარსელ ზაბიტცერმა, „პორტუსთან“ საშინაო თამაში საკმაოდ ემოციურად შეაფასა.

„ჩვენ გვინდა, რომ ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფის ეტაპზე გავიდეთ, ამიტომ ამ საღამოს საოცრად მოტივირებულები ვიყავით და მოვიპოვეთ სამი ქულა, რომელიც ჩვენს ოცნებას ახდენის შანსებს უტოვებს“, - განაცხადა 23 წლის ავსტრიელმა.

„ხარებმა“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში პორტუგალიური კლუბი შინ 3:2 დაამარცხეს და მეორე ადგილზე გადაინაცვლეს.

„ლაიფციგი“ ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის დებიუტანტია.
ასევე იხილეთ თემაზე:
ლაიფციგი მარსელ ზაბიტცერი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები