ფორსბერგი: „ძალიან ბედნიერი ვარ“ » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ფორსბერგი: „ძალიან ბედნიერი ვარ“


ფორსბერგი: „ძალიან ბედნიერი ვარ“
„ლაიფციგის“ შემტევი ნახევარმცველი და ერთ-ერთი ლიდერი, ემილ ფორსბერგი, „პორტუსთან“ მოპოვებული საშინაო გამარჯვებით (3:2) ძალიან ბედნიერია.

„მართლაც ძალიან კარგი შეგრძნებაა. ამ საღამოს ძალიან კარგად ვითამაშეთ, საჭირო გამარჯვება მოვიპოვეთ და ამის გამო ძალიან ბედნიერი ვარ.

ახლა საკმაოდ თავდაჯერებულები ვთამაშობთ და გვჯერა იმის, რასაც ვაკეთებთ, რაც მოედანზე კარგად ჩანს. „ლაიფციგმა“ ჩინებულად იასპარეზა, სამი გოლი გაიტანა და განვითარებას აგრძელებს.

ჩემპიონთა ლიგაზე ჩვენი გუნდი გამოცდილებას მხოლოდ ახლა აგროვებს, ამიტომაც ჩვენ ნელ-ნელა ვუმატებთ და ვამაყობთ იმით, რასაც უკვე ამ ეტაპზე მივაღწიეთ“, - განაცხადა „ხარების“ შვედმა ლეგიონერმა.
ასევე იხილეთ თემაზე:
ლაიფციგი ემილ ფორსბერგი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები