ძოლა: "იტალიის მუნდიალს მიღმა დარჩენა ტრაგედია არ იქნება" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ძოლა: "იტალიის მუნდიალს მიღმა დარჩენა ტრაგედია არ იქნება"


ძოლა:
იტალიის ეროვნული ნაკრების ყოფილი მოთამაშე, ლეგენდარული ჯანფრანკო ძოლა მიიჩნევს, რომ „სკუადრა აძურას“ მუნდიალს მიღმა დარჩენა დიდი ტრაგედია არ იქნება.

„არანაირი ტრაგედია არ იქნება თუ ჩვენ მსოფლიო ჩემპიონატის საგზურს ვერ მოვიპოვებთ. მახსოვს, როდესაც გერმანია ევრო 2000-ზე ჯგუფიდან ვერ გავიდა. ეს მაშინ რეალური ცვლილებების საფუძველი გახდა და გერმანული ფეხბურთი მას შემდეგ ვითარდება.

იტალია შედეგს განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს, მაგრამ გუნდს კლასი აკლია: ჩემს დროს ჩემს პოზიციაზე მინიმუმ 7-8 ალტერნატივა იყო“, - აღნიშნა ძოლამ.

იტალიის ნაკრები მსოფლიო ჩემპინატის შესარჩევი ციკლის ფლეი-ოფის ეტაპზე ითამაშებს და რუსეთის საგზურს შვედეთთან დუელში გაითამაშებს.
ასევე იხილეთ თემაზე:
იტალიის ნაკრები ჯანფრანკო ძოლა

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები