სარი: "სიტი ჩემპიონთა ლიგის მოგების სერიოზული კანდიდატია" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

სარი: "სიტი ჩემპიონთა ლიგის მოგების სერიოზული კანდიდატია"


სარი:
"ნაპოლის" მთავარმა მწვრთნელმა, მაურიციო სარიმ, "მანჩესტერ სიტი" ჩემპიონთა ლიგის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად დაასახელა.

"ვფიქრობ, მანჩესტერში ბევრი გუნდი ასე ღირსეულად ვერ ითამაშებდა და "სიტის" ასეთ პრობლემებს ვერ შეუქმნიდა. საერთო ჯამში, ჩვენ ოთხი რეალური საგოლე მომენტი გვქონდა, მეტოქეს კი - ხუთი. ეს კი იმის დასტურია, რომ აქ შესატევად, საკუთარი თამაშის საჩვენებლად ჩამოვედით.

ვფიქრობ, "მანჩესტერ სიტი" ჩემპიონთა ლიგის მოგების სერიოზული პრეტენდენტია. ისინი ძალიან სწრაფად, ტაქტიკურად გამართულად თამაშობენ, ფიზიკურად და მორალურად კარგად არიან მომზადებულნი.

თუ "სიტი" ამ დონეს ბოლომდე შეინარჩუნებს, მაშინ ამ გუნდს კიევში ვიხილავთ", - აღნიშნა სარიმ.

ნეაპოლური კლუბი "ეტიჰადზე" საკამოდ სანახაობრივ თამაშში 1:2 დამარცხდა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები