შმიდტი: „ძირითადში ადგილი გომესსაც არ აქვს გარანტირებული“ » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

შმიდტი: „ძირითადში ადგილი გომესსაც არ აქვს გარანტირებული“


შმიდტი: „ძირითადში ადგილი გომესსაც არ აქვს გარანტირებული“
„ვოლფსბურგის“ მთავარი მწვრთნელი, მარტინ შმიდტი, აცხადებს, რომ გუნდის ძირითად შემადგენლობაში ადგილი არავის აქვს გარანტირებული.

„ამ მომენტისთვის ორიჯი გომესს მინიმუმ ნახევარი თავით აღემატება. თუ მარიომ ჩვენს თამაშს „ბაიერთან“ უყურა, დაინახავდა, რომ დივოკი საკმაოდ კარგად გამოიყურება და გოლებიც გააქვს.

მათ შორის გახსნილი კონკურენცია უნდა იყოს და ძირითადში ადგილის მოსაპოვებლად მარიო გომესიც კი უნდა იბრძოდეს“, - განაცხადა შმიდტმა.

„მგლების“ გამოცდილი თავდამსხმელი და ახალი კაპიტანი საკუთარ გუნდს ბოლო პერიოდში ტრავმის გამო ვერ ეხმარებოდა, რითიც დივოკ ორიჯიმ ისარგებლა და ბუნდესლიგის ბოლო 4 თამაშში 2 ბურთი გაიტანა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები