ინძაგი: "ევროპის ლიგა ლაციოსთვის რთული ტურნირია" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ინძაგი: "ევროპის ლიგა ლაციოსთვის რთული ტურნირია"


ინძაგი:
რომის "ლაციოს" მთავარი მწვრთნელი, სიმონე ინძაგი, მიიჩნევს, რომ მის გუნდს ევროპის ლიგაზე წარმატებით თამაში გაუჭირდება.

"მიმდინარე სეზონი ჩვენთვის უფრო რთული იქნება, ვინაიდან გასულ წელს კვირაში მხოლოდ ერთი თამაშის ჩატარება გვიწევდა, ახლა კი გრაფიკი უფრო დატვირთულია.

ახლა ევროპის ლიგის მოგება უფრო რთულია, მაგრამ ჩვენ მონდომებულნი ვართ და პირველ რიგში ვეცდებით, რომ ჯგუფური ეტაპი გადავლახოთ", - განაცხადა ინძაგიმ.

ევოროპის ლიგის ჯგუფური ეტაპი "არწივებმა" ორიდან ორი გამარჯვებით დაიწყეს და ხუთშაბათს სტუმრად "ნიცას" შეხვდებიან, რომელმაც ასევე 6 ქულა დააგროვა.
ასევე იხილეთ თემაზე:
ლაციო სიმონე ინძაგი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები