ტიაგო: "ჰაინკესი თუ ანჩელოტი? ვერ ვიტან ასეთ შედარებებს" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ტიაგო: "ჰაინკესი თუ ანჩელოტი? ვერ ვიტან ასეთ შედარებებს"


ტიაგო:
მიუნხენური კლუბის ცენტრალურმა ნახევარმცველმა, ტიაგო ალკანტარამ, გლაზგოს "სელტიკთან" თამაშის წინ იუპ ჰაინკესის შესახებ ისაუბრა.

"სელტიკის" წინააღმდეგ მოსაგები გვაქვს. ვფიქრობ, წინ ორი რთული თამაში გველის.

ჰაინკესი თუ ანჩელოტი? ვერ ვიტან, როდესაც ერთმანეთს ორი მთავარი მწვრთნელის შედარებას მთხოვენ, ვინაიდან ყველას თავისი პლიუსები და მინუსები აქვს.

ჰაინკესი არის მწვრთნელი, რომელსაც ფეხბურთში ძალიან დიდი გამოცდილება აქვს და ყველაფერს დეტალურად განიხილავს, ამიტომაც მისი იდეების აღქმა და გაგება უფრო მარტივია. აგრეთვე, იუპი მოთამაშეებთან ბევრს საუბრობს", - განაცხადა 26 წლის ესპანელმა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები