დინამო ფიბა ევროპის თასზე აკადემიკოსებთან ბრძოლაში დამარცხდა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

დინამო ფიბა ევროპის თასზე აკადემიკოსებთან ბრძოლაში დამარცხდა


დინამო ფიბა ევროპის თასზე აკადემიკოსებთან ბრძოლაში დამარცხდა
თბილისის დინამომ ფიბა-ევროპის თასის ჯგუფური ეტაპის პირველი მატჩი გამართა ბულგარულ ლუკოილ აკადემიასთან 70:73 დამარცხდა.

ეს ჯგუფური ეტაპის პირველი მატჩი იყო და ამ გუნდების გარდა თურქული ისთანბული და რუმინული კლუჟი არიან.

აკადემიასთან მატჩი დინამომ ცუდად დაიწყო და სამი მეოთხედი მეტოქეს დაუთმო, რის შემდეგ ბულგარელთა უპირატესობამ 12 ქულას მიაღწია. თუმცა, დინამო არ გატყდა...

თამაშის დასრულებამდე 5 წუთით ადრე სხვაობა 2 ქულამდე დავიდა, გავიდა წუთნახევარი და ანგარიში გათანაბრდა, ხოლო მატჩის დასრულებამდე 2,5 წუთით ადრე დინამო 69:67 დაწინაურდა.

თუმცა, აქ იჩინა თავი პრობლემამ _ მასპინძლებმა ზედიზედ 6 ქულა მიითვალეს და 73:69 დაწინაურდნენ, რასაც დინამომ მხოლოდ ერთი ზუსტი საჯარიმოთი უპასუხა _ 73:70, შემდეგ კი შეტევა მოიგერს და 13 წამით ადრე მატჩის გადარჩენის შანსი გაუჩნდა, მაგრამ ბოლო სროლა ვერ გამოიყენეს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები