საბურთალო ახალგაზრდული ლიგის მეორე ეტაპზე გავიდა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

საბურთალო ახალგაზრდული ლიგის მეორე ეტაპზე გავიდა


საბურთალო ახალგაზრდული ლიგის მეორე ეტაპზე გავიდა
საბურთალოს 19 წლამდე გუნდი უეფას ახალგაზრდული ლიგის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს.

დედაქალაქელებმა თურქულ ბურსასფორს ჯერ სტუმრად მოუგეს, ხოლო რამდენიმე წუთის წინ პეტრო არენაზე 1:1 დაფიქსირდა, რაც რევაზ გოცირიძის შეგირდებისთვის მისარები აღმოჩნდა.

არადა, მატჩი ისე დაიწყო, საბურთალო განწირული გვეგონა _ პირველივე წუთზე კარტალ ილმაზმა სტუმრები დააწინაურა _ 1:0, ხოლო სტუმრებს მატჩის მე-7 წუთზე საბურთალოს კარში პენალტი დაინიშნა, მაგრამ გოკალფ კაიას მიერ 11 მეტრიდან დარტყმული ბურთი ნასყიდაშვილმა მოიგერია.

თბილისელებმა თამაში თანდათან დაალაგა და უკვე თავადაც შემნა მომენტი _ კოხრეიძის დარტყმული ჯარიმა, დადაკდენიზმა გაჭირვებით მოიგერია.

მეორე ტაიმი ნახევრადმომენტებს თუ არ ჩავთვლით, დიდად საინტერესო არაფერი მომხდარა. კულმინაცია მატჩის ბოლოსკენ დადგა...

ფურცელაძეინდივიდუალიზმის ხარჯზე მეკარესთან პირისპირ გავიდა, მაგრამ კარგად ვერ დაარტყა და დადაკდენიზმა კუთხურზე მოიგერია.

თუმცა, იმავე დადაკდენიზმა 85-ე წუთზე ტაბატაძის დარტყმული ვერ მოიგერია და ანგარიში 1:1 გახდა.
დარჩენილ დროში ანგარიში არ შეცვლილა და საბურტალოსთვის მისაღები შედეგი დაფიქსირდა.

მეორე წრეში საბურთალო სერბულ ბროდარაცსა და ჰაიფას მაკაბის წყვილში გამარჯვებულს 1 და 22 ნოემბერს დაუპირისპირდება.

საბურთალო-ბურსა 1:0
თბილისი. პეტრო არენა
0:1 ილმაზი (1), 1:1 ტაბატაძე (85)

საბურთალო: ნასყიდაშვილი, მალი, ფურცელაძე, ჯინჯოლავა, გულიაშვილი (ბუიღლიშვილი 90), კოხრეიძე, ივანიაძე (მათოზაშვილი 69) ლაკვეხელიანი, ხუბაშვილი, ჩოთალაშვილი, კაპანაძე (ტაბატაძე 62)

ბურსა: დადაკდენიზი, ჩოკალისი, ილდრიმი, სევინჩი, ოზკანი, აკგონული, კეშინი, კაპაჩაკი, სეფილი, ილმაზი (იასაკი 72), კაია

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები