მბაპე ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში შევიდა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

მბაპე ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში შევიდა


მბაპე ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში შევიდა
მსოფლიო ფეხბურთის ამომავალი ვარსკვლავი კილიან მბაპე გოლების გატანას განაგრძნობს, ამჯერად მან კვლავ ჩემპიონთა ლიგაზე გაიტანა.

ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში, "პსჟ" ანდერლეხტს ესტუმრა და ბელგიიდან 4 უპასუხო გოლით წამოვიდა.

მბაპემ ანგარიში მე-3 წუთზე გახსნა და ჩემპიონთა ლიგის რეკორდსმენიც გახდა.

კერძოდ, ფრანგი ტალანტი გახდა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი ამ ტურნირის ისტორიაში, რომელმაც ლიგაზე 8 გოლი გაიტანა.

მოგეხსენებათ, გასულ სეზონში მბაპე "მონაკოში" გამოდიოდა და მან იქაც რამდენჯერმე გამოიჩინა თავი.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები