გრიზმანი: "იმისთვის, რომ ატლეტიკო ჯგუფიდან გავიდეს, სამივე მატჩი უნდა მოიგოს" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

გრიზმანი: "იმისთვის, რომ ატლეტიკო ჯგუფიდან გავიდეს, სამივე მატჩი უნდა მოიგოს"


გრიზმანი:
მადრიდის "ატლეტიკოს" თავდამსხმელმა ანტუან გრიზმანმა "ყარაბახთან" გამართული მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

"ყარაბახმა საკუთარ მოედანზე ძალიან კარგად ითამაშა. პირველ ტაიმში მომენტები გვქონდა, თუმცა მთავარი პრობლემა ის იყო, რომ ეს მომენტები ვერ გამოვიყენეთ.

ჯერ დასრულებული არაფერია და ატლეტიკო ბოლომდე იბრძოლებს სასურველი მიზნის მისაღწევად.

იმისთვის, რომ ატლეტიკო ჯგუფიდან გავიდეს, დარჩენილი სამი შეხვედრა აუცილებლად უნდა მოიგოს. ეს რთული საქმეა, მაგრამ არა შეუძლებელი", - აცხადებს გრიზმანი.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები