VIDEO: ალექსის სანჩესმა ვენგერს ხელი არ ჩამოართვა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

VIDEO: ალექსის სანჩესმა ვენგერს ხელი არ ჩამოართვა


VIDEO: ალექსის სანჩესმა ვენგერს ხელი არ ჩამოართვა
"არსენალის" თავდამსხმელმა, ალექსის სანჩესმა გუნდის გუშინდელ ვარჯიშზე მთავარ მწვრთნელ არსენ ვენგერს ხელი არ ჩამოართვა.

ფრანგი თითოეულ თანაგუნდელს მიესალმა, თუმცა ჩილელმა ფრანგს ხელი არ გაუწოდა და დემონსტრაციულად ჩაუარა გვერდით.

ფეხბურთელის ასეთ საქციელს ბრიტანული პრესა იმას უკავშირებს, რომ მის მომავალთან დაკავშირებით ჯერ კიდევ გაურკვევლობაა.

მოგეხსენებათ, სანჩესს მოქმედი კონტრაქტის ვადა სეზონის ბოლოს ეწურება და ჯერჯერობით, მხარეებს შორის ახალი ხელშეკრულება არ ფორმდება.

აქამდე, ვენგერმა თქვა, რომ სამხრეთამერიკელმა შესაძლოა "მეთოფეთა" რიგები ზამთარში დატოვოს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები