როჯერსის მოულოდნელი განცხადება: "ბაიერნით იმედგაცრუებული ვარ, მათი დამარცხება შეგვეძლო" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

როჯერსის მოულოდნელი განცხადება: "ბაიერნით იმედგაცრუებული ვარ, მათი დამარცხება შეგვეძლო"


როჯერსის მოულოდნელი განცხადება:
"სელტიკის" მთავარმა მწვრთნელმა, ბრენდან როჯერსმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-3 ტურში "ბაიერნთან" (0:3) მარცხის შემდეგ თქვა, რომ მეტოქის თამაშით უკმაყოფილო დარჩა.

სპეციალისტის აზრით, მის გუნდს მიუნხენელთა დამარცხება შეეძლო.

"მეტოქით იმედგაცრუებული ვარ, მათი დამარცხება შეგვეძლო", - ციტირებს როჯერსის სიტყვებს Kicker.

"მეორე ტაიმში ცუდად არ გვითამაშია, სახიფათოდ ვუტევდით. თუმცა, რეალისტები უნდა ვიყოთ და გავიგოთ, რომ ჩვენი თამაში ხარისხიანი არ ყოფილა".

"რამდენიმე შეცდომა დავუშვით, თუმცა ეს მომავალში დაგვეხმარება", - დაამატა "სელტიკის" მწვრთნელმა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები