ვერატი: "პსჟ-ს კარგად არ უთამაშია, თუმცა შედეგით კმაყოფილები ვართ" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ვერატი: "პსჟ-ს კარგად არ უთამაშია, თუმცა შედეგით კმაყოფილები ვართ"


ვერატი:
"პსჟ"-ს ნახევარმცველმა, მარკო ვერატიმ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-3 ტურში "ანდერლეხტთან" (4:0) მოგებული მატჩის შემდეგ თქვა, რომ გუნდს კარგად არ უთამაშია.

მიუხედავად ამისა, იტალიელი შედეგით კმაყოფილია.

"დასაწყისშივე გავიტანეთ, თუმცა "ანდერლეხტმა" ძალიან კარგად ითამაშა და შანსები ჰქონდა", - ციტირებს უეფას პრესსამსახური ვერატის სიტყვებს.

"შესანიშნავად არ გვითამაშია, მაგრამ შედეგით კმაყოფილები ვართ. "პსჟ"-ს კიდევ უფრო უკეთესად ასპარეზობა შეუძლია".

"ჩინებული ფეხბურთელები გვყავს, რომლებსაც სიტუაციის შეცვლა შეუძლიათ. კარგად ვიცავდით თავს და ცოტა არ იყოს, გაგვიმართლა კიდეც", - დასძინა მარკომ.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები