ლინდელოფი: "ბენფიკასთან მატჩში არაფერი განსაკუთრებული არ მიგვრძნია" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ლინდელოფი: "ბენფიკასთან მატჩში არაფერი განსაკუთრებული არ მიგვრძნია"


ლინდელოფი:
"მანჩესტერ იუნაიტედის" მცველმა, ვიქტორ ლინდელოფმა აღნიშნა, რომ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-3 ტურში "ბენფიკასთან" (1:0) გამართულ მატჩში განსაკუთრებული გრძნობა არ დაუფლებია.

შვედი მცველი ინგლისურ კლუბში გადასვლამდე სწორედ ლისაბონურ კოლექტივში ასპარეზობდა.

"ბენფიკაში" ხუთი წელიწადი გავატარე და დაბრუნება სასიამოვნო იყო", - ციტირებს უეფას პრესსამსახური ლინდელოფის სიტყვებს.

"დღეს მოპოვებული გამარჯვებით ძალიან გახარებული ვარ. არაფერი განსაკუთრებული არ მიგვრძნია, უბრალოდ ბედნიერი ვიყავი, რადგან ვთამაშობდი".

"ყველაფერი გავაკეთე იმისათვის, რათა "ემიუს" გამარჯვებაში დავხმარებოდი, ასეც მოხდა", - დასძინა "წითელი ეშმაკუნების" უკანახაზელმა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები