კვერკველია: "იმ ნაკრებში უნდა მეთამაშა, სადაც დავიბადე" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

კვერკველია: "იმ ნაკრებში უნდა მეთამაშა, სადაც დავიბადე"


კვერკველია:
დღეს ევროპა ლიგის მესამე ტურში მოსკოვის ლოკომოტივი სტუმრად მოლდოვურ შერიფს დაუპირისპირდება.

ლოკომოტივის შემადგენლობაში ითამაშებს ქართველი მცველი სოლომონ კვერკველია, რომელთანაც რუსულ მედიაში საინტერესო ინტერვიუ გამოქვეყნდა.

_ ბოლო ტურში უფასთან წააგეთ.

_ ფეხბურთში ყველაფერი ხდება. თუ ყოველთვის გაიმარჯვებ, უინტერესო იქნება. მატჩის შემდეგ შედეგის გამო ყველანი გულდაწყვეტილნი ვიყავით, თუმცა პროფესიონალები ვართ და მომდევნო დღიდან შემდეგ თამაშზე უნდა გვეფიქრა. ახლა ევროპა ლიგაზე შერიფისკენ ვართ მომართულნი.

_ მოლდოვური კლუბის შესახებ რა ინფორმაციას ფლობთ?

_ ამ გუნდს კარგად არ ვიცნობთ, თუმცა მათ შესახებ გვაქვს გარკვეული ინფორმაცია.

_ მიმდინარე სეზონში ლოკომოტივმა სპარტაკსა და ცსკას მოუგო, ტოსნოსთან და უფასთან კი, წააგო. რატომ?

_ ეს რომ ვიცოდე...

_ მეტოქე სათანადოდ არ დააფასეთ?

_ ასე არ ვფიქრობ. უბრალოდ, ასე განვითარდა მოვლენები. სამწუხაროა, რომ ამდენი უაზრო ქულა დავკარგეთ.

_ აგვისტოში თქვით, რომ ლოკომოტივის მიზანი ჩემპიონობა იქნებოდა? ახლაც იმავეს იტყვით?

_ რა თქმა უნდა. რატომაც არა? მშვენიერი შანსი გვაქვს, მეორე ადგილზე ვართ.

_ ზენიტმა ჩემპიონატი მარცხით დაიწყო. ბევრი ფიქრობს, როცა ფორმაში არიან, მათთან ბრძოლა შეუძლებელია.

_ ყველაფერს სეზონის ბოლოს დავინახავთ.

_ თქვენ არ გეშინიათ ზენიტთან კონკურენციის?

_ გვყავს გუნდი, რომელსაც ნებისმიერ შემადგენლობასთან ერთ დონეზე თამაში შეუძლია. რატომ უნდა გვეშინოდეს ზენიტის ან ვინმესი? საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებული ვართ _ არავის გვეშინია.

_ შენთვის 3-მცველიან ტაქტიკაზე თამაში უფრო ადვილია, თუ 2 ცენტრალური მცველის მოქმედება?

_ ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა. მწვრთნელი რასაც მეუბნება, იმას ვაკეთებ. ყველაფერს იური სიომინი წყვეტს.

_ რუსეთს ამ პოზიციაზე საკმაოდ უჭირს. ფაბიო კაპელო ნაკრებში მართლა გიწვევდა?

_ კი, ნამდვილად ასე იყო.

_ ვერ შეთანხმდით?

_ ვიფიქრე და მივხვდი, რომ იმ ქვეყნისთვის უნდა მეთამაშა, სადაც დავიბადე. არასდროს მიფიქრია, რომ მცდარი გადაწყვეტილება მივიღე.

_ ვინ არის ჩემპიონატის საუკეთესო მცველი?

_ ჩემი მეგობარი, გიორგი ჯიქია.

_ სუბიექტურად?

_ ჩემს თანაგუნდელ, ვედრან ჩორლუკას გამოვარჩევდი. სანამ ის დაშავდებოდა, ჩვენს ჩემპიონატში უმაღლეს დონეზე თამაშობდა. მალე დაბრუნებას ვუსურვებ.

_ მართალია, რომ ზაფხულში შენი წაყვანა ინგლისურ გუნდებს სურდა?

_ არ ვიცი, ეს ჭორები იყო, რადგან კონკრეტულად ჩემთვის არავის მოუმართავს.

_ რომელ ფეხბურთელს გამოარჩევდი, რომლის წინააღმდეგ თამაშიც რთულია?

_ არტიომ ძიუბას გამოვარჩევ. ასევე, ზე ლუიში, პრომესი და ლუიშ ადრიანო.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები