"მას მაისური ვთხოვე", - კეინმა რონალდუზე, ზიდანზე და რეალთან მატჩზე ისაუბრა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

"მას მაისური ვთხოვე", - კეინმა რონალდუზე, ზიდანზე და რეალთან მატჩზე ისაუბრა


"ტოტენჰემის" თავდამსხმელმა, ჰარი კეინმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-3 ტურში "რეალთან" (1:1) გამართულ შეხვედრაზე კომენტარი გააკეთა.

"დეზების" ლიდერის თქმით, გულშემატკივრებს მისი გუნდის თამაშით შეუძლიათ იამაყონ.

"რონალდუ? მატჩის დასრულების შემდეგ მას მაისური ვთხოვე", - ციტირებს კეინის სიტყვებს Mirror.

"როცა მოზარდი ვიყავი, იგი ჩემთვის კარგი მაგალითი იყო. მეც მივეცი მას ჩემი მაისური, ახლა არ ვიცი, რას უკეთებს".

"რეალთან" მატჩი? ჩვენთვის შესანიშნავი ღამე იყო. გულშემატკივრებს შეუძლიათ ჩვენით იამაყონ. მთელ კლუბს შეუძლია იამაყოს".

"ზიდანის ქება? ამას დადებითად აღვიქვამ. უკვე ვთქვი, რომ პოზიტიური კომენტარები თავდამსხმელს მხოლოდ ეხმარება, ვეცდები ეს მოტივაციის სახით გამოვიყენო",-დასძინა ინგლისელმა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები