Marca: მესიმ არა გლუკოზა, არამედ ჩვეულებრივი კარამელი შეჭამა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Marca: მესიმ არა გლუკოზა, არამედ ჩვეულებრივი კარამელი შეჭამა


Marca: მესიმ არა გლუკოზა, არამედ ჩვეულებრივი კარამელი შეჭამა
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-3 ტურში "ბარსელონასა" და "ოლიმპიაკოსს" (3:1) შორის გამართული შეხვედრის ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი მომენტი - კადრი, სადაც ჩანს, რომ ლიონელ მესი სპორტული წინდიდან რაღაცას იღებს და ყლაპავს.

ესპანურ პრესაში ბევრი დაიწერა იმის თაობაზე, რომ ეს აბი გლუკოზა იყო, რომელიც არგენტინელმა იმისათვის მიიღო, რათა ენერგია აღედგინა.

თუმცა, მადრიდულმა გაზეთმა, Marca-მ ახალი ვერსია გაავრცელა. გამოცემის ინფორმაციით, მესიმ ჩვეულებრივი კარამელი შეჭამა.

ფორვარდს პირი გაუშრა, სწორედ ამიტომ არაერთხელ გამოცდილ მეთოდს მიმართა - კარამელის კანფეტი მიიღო.

აქვე შეგიძლიათ იხილოთ იმის ამსახველი ვიდეო, თუ როგორ იღებს ლეო სპორტული წინდიდან აბს, შემდეგ კი ყლაპავს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები