რატომ წავიდა ნეიმარი ბარსელონადან? - ყველაფერი გამოაშკარავდა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

რატომ წავიდა ნეიმარი ბარსელონადან? - ყველაფერი გამოაშკარავდა


რატომ წავიდა ნეიმარი ბარსელონადან? - ყველაფერი გამოაშკარავდა
"ბარსელონას" ყოფილმა ნახევარმცველმა, ხავი ერნანდესმა BBC-სთან ინტერვიუში გასულ ზაფხულს ნეიმარის "პსჟ"-ში წასვლის მიზეზებზე ისაუბრა.

კატალონიური კლუბისა და ესპანეთის ეროვნული ნაკრების ექს-ფეხბურთელის თქმით, ბრაზილიელი მას ლიონელ მესის ქორწილში ესაუბრა და გამოუტყდა, რომ "ლურჯ-ბროწეულისფერთა" რიგებში ბედნიერი არ იყო.

გარდა ამისა, ხავიმ თავისი ისტორიაც გაიხსენა და თქვა, რომ თავის დროზე "მანჩესტერ იუნაიტედში" გადასვლა შეეძლო.

"ნეიმარმა მითხრა, რომ გუნდის შეცვლა უნდოდა. ვკითხე, თუ რატომ, მან კი მიპასუხა, რომ თავს ბედნიერად არ გრძნობდა და რაც შეიძლება სწრაფად სურდა "პსჟ"-ში წასვლა, ახალი ევროპული გამოწვევებისა და გამოცდილებისთვის. ბოლოს ვუთხარი: "თუ ეს შენი საბოლოო გადაწყვეტილებაა, პატივი უნდა ვცეთ".

"ვფიქრობ, ამ შემადგენლობით, სადაც ნეიმარი და მბაპე თამაშობენ, "პსჟ"-ს ამ სეზონში ჩემპიონთა ლიგის მოგების ყველანაირი შანსი აქვს".

"ერთხელ ინგლისური კლუბის წარმომადგენლებსა და სერ ალექს ფერგიუსონის ძმას ვესაუბრე, რადგან მათ ჩემი "ემიუში" ხილვა უნდოდათ. მიუხედავად ამისა, "ბარსაში" დარჩენა გადავწყვიტე. ყოველთვის ვოცნებობდი იქ მთელი კარიერის გატარებაზე, მსოფლიოს საუკეთესო კლუბია, რომლის სიყვარულსაც დღემდე გულში ყურადღებით ვინახავ", - დასძინა ხავიმ.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები