მონტელა: "ფსიქოლოგიური ბარიერი უნდა გადავლახოთ" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

მონტელა: "ფსიქოლოგიური ბარიერი უნდა გადავლახოთ"


მონტელა:
"მილანის" მთვარი მწვრთნელი, ვინჩენცო მონტელა, "აეკთან" უგოლო ფრეს გამოეხმაურა.

"სიტუაცია მძიმეა, მაგრამ რომ მოგვეგო, ყველაფერი სხვაგვარად იქნებოდა. ჩვენ საკუთარ სტილში ვითამაშეთ, მაგრამ გოლის გატანა რთული იყო, რადგან მეტოქე დაცვაში ღრმად ჩაჯდა.

ვფიქრობ, გუნდს ტრიბუნების განწყობა გადაედო - იმედგაცრუება და ნერვიულობა, რაც ჩემი აზრით, სერია ა-ში განცდილი ზედიზედ სამი მარცხის ბრალია და არა გუნდის თამაშის.

აშკარაა, რომ ბიჭები მოედანზე ყველაფერს დებენ და მზად არიან "მილანისთვის" თავი არ დაზოგონ, მაგრამ რაღაც გვაკლია და ეს ფსიქოლოგიურ ბარიერს ქმნის. ჩემი მიზანი სწორედ ამ ბარიერის გადალახვა და მოთამაშეებისთვის რწმენის დაბრუნებაა", - განაცხადა მონტელამ.

"როსონერიმ" ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში საკუთარ მოედანზე აუტსაიდერი "აეკი" ვერ გატეხა და მატჩი ფრედ 0:0 დასრულდა.
ასევე იხილეთ თემაზე:
მილანი ვინჩენცო მონტელა

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები