ლოკატელი: "ფანების კარგად მესმის" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ლოკატელი: "ფანების კარგად მესმის"


ლოკატელი:
"მილანის" ნიჭიერი ნახევარმცველი, მანუელ ლოკატელი, "აეკთან" უგოლო ფრის შემდეგ "როსონერის" ქომაგების განწყობას გამოეხმაურა.

"ფანებს სრული უფლება აქვთ, რომ ჩვენზე იმედგაცრუებულნი იყვნენ. ჩვენ უნდა დავამატკიცოთ, რომ კარგი გუნდი გვყავს.

მე უბრალოდ სიტყვები არ მყოფნის. "მილანს" აქვს კლასი, მაგრამ ეს მოედანზე უნდა გამოვიყენოთ და საკუთარი გულშემატკივრები ასეთ მდგომარეობამდე არ უნდა მივიყვანოთ.

ის, რაც გასახდელში ხდება, იქვე რჩება. ჩვენ ერთიანად, გუნდურად უნდა ვიასპარეზოთ და თამაში გავაუმჯობესოთ. "მილანი" უნდა დაბრუნდეს!", - განაცხადა 19 წლის იტალიელმა.
ასევე იხილეთ თემაზე:
მილანი მანუელ ლოკატელი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები