ვალერო: "ჩვენ ნაპოლის დავამარცხებთ!" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ვალერო: "ჩვენ ნაპოლის დავამარცხებთ!"


ვალერო:
მილანის "ინტერის" ცენტრალური ნახევარმცველი, ბორხა ვალერო, "ნაპოლისთან" მნიშვნელოვანი თამაშის წინ პოზიტიურ განწყობაზეა.

"შეიძლება ითქვას, რომ "ნაპოლი" სერია ა-ში საუკეთსო ფეხბურთს თამაშობს. ისინი სწრაფად მოძრაობენ, ბევრი გოლი გააქვთ და მათი თამაშის ყურება საინტერესოა.

"ინტერმა" ნეაპოლური კლუბის მანჩესტერში თამაშიდან არაერთი დასკვნა გამოიტანა. გვარდიოლამ დაგვანახა თუ რაოდენ სახიფათოა ჩვენი მომდევნო მეტოქე.

95 წუთის განმავლობაში მაღალი კონცენტრაცია უნდა შევინარჩუნოთ. როგორც კი "ნაპოლის" თავისუფალ სივრცეებს მივცემთ, ისინი მაშინვე მოქმედებაზე გადავლენ.

ჩემი ფიქრები? მინდა გითხრათ, რომ "ნაპოლის" დავამარცხებთ! ჩვენ პირველ ადგილზე გადასასვლელად მზად ვართ, მაგრამ სკუდეტოზე საუბარი ნაადრევია", - განაცხადა ესპანელმა ცენტრმა.

8 ტურის შემდეგ იტალიის ჩემპიონატს "ნაპოლი" 24 ქულით ლიდერობს, "ინტერი"კი მეორე ადგილზე 22 ქულით იმყოფება და ეს გუნდები ერთმანეთს ხვალ საღამოს ნეაპოლში დაუპირისპირდებიან.
ასევე იხილეთ თემაზე:
ინტერი ბორხა ვალერო

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები